თურქეთში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა მოხდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, პოლიციამ დანით შეიარაღებული თავდამსხმელი დაჭრა.
თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს!“ ყვიროდა. სამართალდამცველებმა ის დააკავეს. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან.
მიმდინარე წლის ზაფხულში თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური კრიზისის მოსაგვარებლად შეთანხმება გააფორმეს, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები ბოლომდე აღდგენილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები