რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ მარკინმა თანამდებობა დატოვა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ მარკინმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„მე თანამდებობა საკუთარი სურვილით დავტოვე“ ,- განუცხადა მარკინმა ჟურნალისტებს.
მარკინის გადადგომის შესახებ ჭორები უკვე ერთი კვირაა ტრიალებს, მაგრამ მას ოფიცილურად არ ადასტურებდნენ. მარკინის განცხადებით, მისი წასვლა ასაკს ან სხვა რაიმე პრობლემებს არ უკავშირდება.
„საგამოძიებო კომიტეტში 9 წლის მუშაობის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა სისტემური მუშაობა ავაწყვეთ, ახლა ჩემი მისია შესრულებულია და მსურს ახალ ადგილას მოვსინჯო ძალები“, – განაცხადა მარკინმა.
ერთი კვირის წინ ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბასტრიკინის შესაძლო გადადგომის შესახებ, თუმცა მარკინმა ამ ინფორმაციას „სასაცილო“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები