სოფელ შემოქმედში სახალხო დღესასწაული აღნიშნეს

სახალხო დღესასწაული „შემოქმედობა 2016“ სოფელ შემოქმედში გრანდიოზულად აღინიშნა.

14446342_1196913243715281_402265578_oროგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გაიმართა ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი. სპეციალურად ამ დღისთვის ანრი ჯოხაძემ, სოფო ბედიამ, მაკა ზამბახიძემ, სოფო ხალვაშმა და ნინი ბადურაშვილმა იმღერეს. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: ,,შემოქმედის, ” „ურეკის,“ და „ზენაარის“ კონცერტი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ საპატიო შემოქმედელები, ტრადიციულად, წელსაც დაასახელეს. საპატიო ჯილდო, ამჯერად, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატს, სახალხო არტისტს – ჯემალ ჭკუასელს, მეღვინე – ანდრო ვაშალომიძეს და სოფელ შემოქმედის კოლორიტს – ლევან გორგაძეს გადაეცა.

14408304_1196913227048616_1914531201_oწელს „შემოქმედობის“ დღესასწაულზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები: შემოქმედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული – ანი საბაშვილი და მერიის საჯარო სკოლის მოსწავლე ცისი მოისწრაფეშვილი ოზურგეთის მუნიციალიტეტმა 3 000 ლარით დააჯილდოვა.
ღონისძიება გრანდიოზული ფეირევერკით დასრულდა. „შემოქმედობის“ დღესასწაული გასულ წელს დაწესდა და ტრადიციულად 20 სექტემბერს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები