სომხეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრად „თელასის“ ყოფილი დირექტორი დაინიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად „თელასის“ ყოფილი დირექტორი აშოტ მანუკიანი დანიშნა.
მანუკიანი თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წელს იკავებდა. აშოტ მანუკიანი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ამის შესახებ გამოცემა “aysor.am” იუწყება.
სომხეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ოვიკ აბრამიანმა თანამდებობა დატოვა და ამ პოსტზე „გაზპრომის“ ყოფილი ტოპმენეჯერი  კარენ კარაპეტიანი დაინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები