ალეპოში დაბომბვის შედეგად ოთხი ექიმი დაიღუპა

სირიის ქალაქ ალეპოში განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად ოთხი ექიმი დაიღუპა. ასევე ავიაიერიშის მსხვერპლი სირიის ოპოზიციური ძალების ცხრა მებრძოლი გახდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის და სირიის სამთავრობო ძალების ავიაციამ ალეპო და ქალაქი ტუმან-ჰანა დაბომბეს
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ავიაციამ ალეპოსთან ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა, რის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. სირიის სამთავრობო ძალების  სარდლობამ მანამდე სამშვიდობო შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება დამასკომ მას შემდეგ მიიღო, რაც საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ ასადის ძალ;ები დაბომბა, რის შედეგად 60 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები