ჩრდილოეთ კაროლინაში დემონსტრანტებთან შეტაკების დროს 12 პოლიციელი დაშავდა (ვიდეო)

სულ მცირე 12 პოლიციელი დაშავდა აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების დროს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
საპროტესტო გამოსვლები, რომელშიც ქალაქ შარლოტის შავკანიანი მოსახლეობა მონაწილეობს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 43 წლის შავკანიანი ამერიკელი ლამონტ სკოტი პოლიციამ დაჭრა და ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქალაქის პოლიცია აცხადებს, რომ სკოტს იარაღი ჰქონდა და ის სამართალდამცველებისთვის „უშუალო საფრთხეს“ წარმოადგენდა. დაღუპულის ნათესავებმა კი მედიას აცნობეს, რომ ლამონტ სკოტს ხელში წიგნი ეჭირა და არა იარაღი.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობასთან მანქანები დააზიანეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები