„ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ტყვედ აიყვანა (ვიდეო)

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც, ტერორისტების განცხადებით, ტყვედ აყვანილი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი არის გადაღებული.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, ტყვედ მყოფი პირი ამბობს, რომ ის უშიშროების ფედერალური სამსახურის მე-2 ოპერატიული განყოფილების თანამშრომელი ევგენი პეტრენკოა.
მამაკაცი ამბობს, რომ ის ისლამისტებმა დავალების შესრულების დროს დააკავეს. დაკავების ზუსტი დრო და ადგილი არ სახელდება.
ვიდეომიმართვაში მძევალი მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, ასევე უშიშროების ფედერალურ სამსახურს და რუს ხალხს ყველაფერი გააკეთონ მის გასათავისუფლებლად.
მამაკაცს შავი ტანსაცმელი აცვია და რუსულად აწერია „კაფირი“, ანუ „ურწმუნო“.
რუსული მედიის ცნობით, უშიშროების ფედერალურ სამსახურს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები