„სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა“ – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

20-21 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ეს იყო პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016).
ამა წლის 17-25 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი) მონაწილეობდა.
ღონისძიებას 100-მდე გამომსვლელი  ჰყავდა, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ასევე, ირანიდან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან.
კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და მანჩესტერის სამეცნიერო ტექნოლოგიისა და ცივილიზაციის უნივერსიტეტის პროფესორი სალიმ აიდუზი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები