გაეროს ყველა ქვეყანამ სუპერბაქტერიებთან ბრძოლის დეკლარაციას მოაწერა ხელი

გაეროს 193-ვე ქვეყანამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც სუპერბაქტერიებთან ბრძოლის ვალდებულება აიღეს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. მედიკოსებმა ამ დეკლარაციას უკვე უწოდეს „ისტორიული“. ექსპერტთა განცხადებით, ამ დოკუმენტის შესრულების შემთხვევაში, ყოველწლიურად დედამიწაზე 700 ათასი ადამიანით ნაკლები დაიღუპება. ეს დოკუმენტი მედიცინის დარგში მეოთხე დეკლარაციაა გაეროს ისტორიაში, მას წინ უძღოდა 2001 წელს ხელმოწერილი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარაცია, 2011 წლის არაინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის დეკლარაცია და 2013 წლის ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარაცია.
სუპერბაქტერიების პრობლემა ანტიბიოტიკების ზედმეტად აქტიური გამოყენების შემდეგ გაჩნდა, რომელთა მიმართ მიკროორგანიზმებს იმუნიტეტი გამოუმუშავდათ.
დოკუმენტზე ხელმოწერით ქვეყნები ახალი ანტიბიოტიკების შექმნის, ასევე დაავადებების დიაგნოსტიკის გაუმჯობესების ვალდებულებას იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები