აშშ უკრაინას კრედიტის სახით ერთ მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის ხელისუფლება მზად არის, რომ უკრაინას საკრედიტო გარანტიების სახით ერთი მილიარდი დოლარი გამოუყოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში აცნობეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა აცნობა, კიევმა კრედიტის მისაღებად ყველა აუცილებელი მოთხოვნა შეასრულა.
შესაბამისი ხელშეკრულება უკრაინამ და აშშ-მ ივნისში გააფორმეს. კრედიტის დაფარვის ვადა 5 წელია.
2014 წლის მაისიდან უკრაინამ აშშ-სგან ფინანსური დახმარება უკვე მესამედ მიიღო.
გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უკრაინისთვის ასევე 1 მილიარდი დოლარის ტრანშის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. სავალუტო ფონდმა ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინამ სახელმწიფო მოხელეების შემოსავლების დეკლარირების ელექტრონული სისტემა აამოქმედა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები