„ელექტრონული სამეცნიერო გამომცემლობები“ – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  წარდგინება გაიმართება

დღეს, 21 სექტემბერს, 14:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია თემაზე: „ელექტრონული სამეცნიერო გამომცემლობები“.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, პრეზენტაციას წარუძღვება საზღვარგარეთის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული გამოცემის “EBSCO”-ს წარმომადგენელი.
“EBSCO”, რომელიც  ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდეს საცავს წარმოადგენს,  120 ათასზე მეტ ელექტრონულ წიგნს, 11000-ზე მეტი დასახელების სტატიას, მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. ბაზა ღიაა და ბიბლიოთეკის ყველა სივრციდან უსასყიდლოდ ხელმისაწვდომია.
პრეზენტაცია  ელექტრონული და Online სერვისებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის არის განკუთვნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები