24-ე საერთაშორისო-მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი” გრძელდება

25 სექტემბერს, 19:30 საათზე,  24-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის – „შემოდგომის თბილისის” ფარგლებში,   მომდევნო კონცერტი გაიმართება, შესრულდება მოცარტისა და რაველის ნაწარმოებები.
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა – მთავარი ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე, დირიჟორი ვახტანგ კახიძე.
სოლისტები: ვოლფრამ ბრანდლი (ვიოლინო, გერმანია), ვილფრიდ შტრელე (ალტი – გერმანია), თინათინ მამულაშვილი (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო სოპრანო), გიორგი დავითაძე (ტენორი).
ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
პარტნიორები: სადაზღვევო კომპანია “არდი”, სასტუმრო “თბილისი მარიოტი” და რესტორანი “მუხამბაზი ივენთი”. საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია “GDS”-ი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები