კალიფორნიაში ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა – U-2-მა კატასტროფა განიცადა. ორივე პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თვითმფრინავი უდაბნოში ჩამოვარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სადაზვერვო თვითმფრინავს Lockheed U-2-ს აშშ-ის შეიარაღებული ძალები 1955 წლიდან იყენებს. ამჟამად აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს 33 ასეთი თვითმფრინავი ჰყავს. U-2 „ცივი ომის“ პერიოდში იყო გამოშვებული. მას 27 კილომეტრის სიმაღლეზე აფრენა და იქიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები