ზაზა სიამაშვილი: როგორც შლეგები, ისე შემოვარდნენ ჩართული აპარატურით…

ზაზა სიამაშვილი მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს გიორგი მამაცაშვილს მიმართავს და იმ ინციდენტის შესახებ წერს, რომელიც დღეს მოხდა.
ვიცი, გამინაწყენდებიან ჩემი კოლეგა-მასპინძლები, მაგრამ არ დავწერო, – არ იქნება… სხვას რომ მოეყოლა, არც დავიჯერებდი, მაგრამ დღეს რასაც შევესწარი, ეს ყველაფერს სცილდება – ზნეობას, პროფესიონალიზმს, აღზრდას, ეთიკას…. თუმცა, ვის ვთხოვ…თუმცა, რატომ ვითხოვ…. სადღაც ველოდი კიდეც…. ველოდი, იმ კადრების გამომზეურების შემდეგ, ასე ,,სასახელოდ” რომ ჩაიწერეს დამსახურებათა აქტივში…. “რუსთავი-2″-ის ოპერატორებისგან რაღა უნდა გამიკვირდეს დღეის შემდეგ…. მოკლედ, ჩემს უახლოეს ადამიანებთან ,,რეპორტიორში” სტუმრად გახლდით….უეცრად, როგორც შლეგები, ისე შემოვარდნენ ჩართული აპარატურით…. აი მერე რაც მოხდა, ეს უკვე ლამის ენით აღუწერელია…. დაჟინებული მოთხოვნა -,,გააკეთეთ კომენტარი”, აგრესიული ხავილი და ნორმალურ არტიკულაციას მოკლებული ადამიანის მაგვარები…. რაო, ბიძიკოებო?! იგრძენით უკვე გემის ჩაძირვა?! თუ ეს რაღაც სხვა გზაა თავის გადასარჩენად????? სად იზრდებით, ვინ გზრდით????? აუცილებელი მოთხოვნაა რომ ნაპროკურორალ გვარამიას შეაკლათ თავი????? ამაზრზენია ეს ყველაფერი… სახლშიც ასე უვარდებით და იმიტომ არის თქვენ მიმართ აგრესია… დაწყნარდით, დაოკდით, დამშვიდდით…. მიიღეთ დამაწყნარებელი, თრემ გაგიჭირდებათ 9 ოქტომებსრ ახალ რეალიასთან შეგუება“, – წერს ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები