მიხეილ გიორგაძე BIAFF 2016-ის ფარგლებში გამართული მასტერკლასის მონაწილეებს შეხვდება

21 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო DIVAN SUITES-ში; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თამამაიშვილი ბერძენი სცენარისტის – ნიკოლას პანაგიტოულოსის მასტერკლასის მონაწილეებს შეხვდებიან.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, მასტერკლასი ბათუმის კინოფესტივალ BIAFF 2016-ის ფარგლებშია დაგეგმილი, თემა კი „სცენარის ადაპტაცია დაბალბიუჯეტიანი ფილმებისთვის” გახლავთ.
ღონისძიება ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღის” ფარგლებში იმართება, რომლის ძირითადი ფოკუსი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარებაა. ამაში პროდიუსერებს უცხოელი და ქართველი პროფესიონალები დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები