ობამა რუსეთს აკრიტიკებს – მოსკოვი დიდების აღდგენას აგრესიით ცდილობს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს ქვეყანა დიდების აღდგენას აგრესიის მეშვეობით ცდილობს.
„მსოფლიოში იმპერიების ეპოქა დასრულდა. რუსეთი კი დიდების აღდგენას აგრესიის მეშვეობით ცდილობს“, – განაცხადა ობამამ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
ობამას თქმით, თუ რუსეთი მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას გააგრძელებს, ეს მის საკუთარ საზღვრებს უფრო დაუცველად აქცევს.
ობამამ ასევე სირიაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები