21 სექტემბერი

09:30
NEW
ქორთიარდ მარიოტში ჩატარდება კონფერენცია „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“, რომელიც ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში წელს პირველად გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“, სტუდენტური გუნდების წარმომადგენლები.
10:00
NEW
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, „აგრარული მეცნიერების დღე“-სთან დაკავშირებით, მეცნიერებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილ ახალ, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსს გახსნის. მისამართი: გურამიშვილის 17
10:30
NEW
საინიციატივო ჯგუფის – „გული თბილისისთვის“ ორგანიზატორი ლევან ცუცქირიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შევუერთდეთ საერთაშორისო დღეს – 22 სექტემბერი მანქანების გარეშე. რა კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს აღნიშნული აქცია. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
NEW
საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
NEW
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში (ძმები ზუბალაშვილები 36) ადვოკატი გიორგი ჟორჟოლიანი პროკურატურის უმოქმედობასთან და დაზარალებული მოქალაქეების უფლეებების უგულებელყოფასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

11:00
NEW
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ოფიციალური პარტნიორი და კომპანიის სერვისების მიმწოდებელი გახდება. მხარეებს შორის შეთანხმებას იუსტიციის სამინისტროში მოეწერება ხელი. დოკუმენტის თანახმად, კორპორაცია გლობალურ პროექტებს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელშეწყობით განახორციელებს. მისამართი: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო
11:00
NEW
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველ შენობასთან “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ბრიფინგს გამართავს.
11:00
NEW
„მარშალპრესის“ პრეს–კლუბში „სახალხო პარტიის“ კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ბოყოველი რაიონში არსებულ ვითარებაზე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414
11:00
“პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი პროკურატურიs მიერ გავრცელებულ 26 მაისის ახალ კადრებზე, მიმდინარე და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
“პირველის პრესკლუბში” “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოში ზურაბ ქადაგიძე მიმდინარე და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30
NEW
„მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შალვა ნათელაშვილის ძალადობრივი საარჩევნო კამპანია და შეტევა მედიაზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა №14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
NEW
„მარშალპრესის“ პრეს–კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე 26 მაისის დარბევის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე ბრიფინგს გამართავს.
12:00
“პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას”, ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შეფასება; რატომ არ უნდა იქნას კანონპროექტი ამ სახით მიღებული და როგორი პოლიტიკა უნდა წარიმართოს ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელთა შესამცირებლად. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
NEW
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში სმარტ-ლაბი (SMART|Lab) გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის და ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.

12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს.
12:30
NEW
„მარშალპრესის“ პრეს–კლუბში „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭიჭინაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესები, 26 მაისის საქმე. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414
12:30
NEW
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი ბრიფინგს გამართავს.
13:00
NEW
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ჯეოლაბში სკოლის მოსწავლეებისთვის, 2016-2017 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს აცხადებს.
13:30
NEW
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე არქიტექტორებს შეხვდება. შეხვედრის თემა: თბილისის სივრცითი განვითარების პერსპექტივა. მისამართი: ვაკის პარკში არსებულ მედიათეკა.

14:00
NEW
სასტუმრო „ლეოგრანდის“ საკონფერენციო დარბაზში, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ელისო ბოლქვაძე, ბათუმის ფესტივალის ფარგლებში, იუნესკოსადმი მიძღვნილ სემინარს გამართავს. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
16:00
NEW
პატრიოტთა ალიანსის – გაერთიანებული ოპოზიციის, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნიკოლაიშვილი, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. მისამართი: თევდორე მღდვლის 13(თოდუას კლინიკის მიმდებარე ტერიტორია)
17:00
NEW
კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი პატრიოტთა ალიანსიდან, გამართავს ბრიფინგ-აქციას ავარიულ სახლთან პუშკინის 21-ში, სადაც შეხვდება ამავე სახლის დაზარალებულ მაცხოვრებლებს.
18:30
NEW
ბლოკ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალო №6 ოლქში მამუკა კაციტაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: კოსტავას ქუჩა, სკვერი, მაკდონალდსის მიმდებარედ. საკონტაქტო: 599 55 29 49

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები