გიუმრიში მერობის კანდიდატის შვილის ცხედარი აღმოაჩინეს

სომხეთის ქალაქ გიუმრიში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ქალაქის მერობის კანდიდატის, ვარდევან გრიგორიანის შვილის, არშაკ გრიგორიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
„არშაკ გრიგორიანის ცხედარი საკუთარი სახლის სარდაფში აღმოაჩინეს. მასთან ახლოს „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი იპოვეს. გრიგორიანს თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“ – განუცხადეს „ინტერფაქსს“ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, არშაკ გრიგორიანმა თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები