„ბერკუტმა“ კიევის ცენტრში მომიტინგეების მიერ აღმართული ბარიკადები მოშალა

  უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა სამი დღის წინ, დამწვარი ავტობუსის სიახლოვეს, გრუშევსკის ქუჩაზე გავლებული ბარიკადები მოშალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მეხუთე არხი ავრცელებს. ბარიკადების მოშლამ აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც მათ „ბერკუტის“ თანამშრომლებს ქვები დაუშინეს. „ბერკუტის“ თანამშრომლებმა ბარიკადებთან მიახლოებისთვის მოსახლეობის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რითაც მათთან მიახლოება შეძლეს. ამ დროისთვის მომიტინგეები მაიდანის მიმართულებით მიემართებიან, მათ კვალდაკვალ „ბერკუტის“ წარმომადგენლები მიჰყვებიან. გრუშევსკის ქუჩაზე „ბერკუტთან“ დაპირისპირება 19 იანვრიდან გრძელდება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები