დიდი ბრიტანეთი ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის დუმაში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმაში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ სააგენტო “უნიანი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო ყირიმში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს, ვინაიდან „2014 წელს რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია განახორციელა და ის დღესაც უკანონოა“.
ანალოგიური განცხადება ევროპარლამენტმა, გერმანიამ, კანადამ, ლიტვამ და პოლონეთმა გააკეთეს. საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფოთა წარმომადგენლები აცხადებენ,. რომ ისინი „ყირიმის ტერიტორიაზე არჩეულ არც ერთ დეპუტატს არ მიიღებენ.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები