უკრაინის უმაღლესი რადა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს არ აღიარებს

უკრაინის უმაღლესი რადა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პარლამენტის 264-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ეს გადაწყვეტილება რადამ ყირიმში ჩატარებული დუმის არჩევნების გამო მიიღო, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული. რადის წევრებმა ასევე მიმართეს უცხო ქვეყნების პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მათ ასევე არ აღიარონ დუმის ლეგიტიმურობა.

ამ ფაქტის კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსეი მაკეევმა განაცხადა, რომ დუმის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის „მესიჯს“ უცხო ქვეყნების ყველა დედაქალაქს მიაწვდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები