ჯორჯ ბუშმა-უფროსმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს დაუჭერს მხარს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯორჯ ბუშმა-უფროსმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ის “დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ გამოცემა “Politico” იუწყება. ბუში უფროსი აშშ-ის პრეზიდენტი 1989-1993 წლებში იყო. „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად დონალდ ტრამპის წარდგენას მან მხარი არ დაუჭირა. ანალოგიური განცხადება მისმა შვილმა ჯებ ბუშმა, ასევე „რესპუბლიკური პარტიის” სხვა წარმომადგენლებმა, ტედ კრუზმა და ტედ კაციჩმა გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები