„შემოდგომის თბილისის” ფარგლებში ანსამბლ „გეორგიკას” კონცერტი გაიმართება

22 სექტემბერს, 19:30 წუთზე, 24-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისის” ფარგლებში, ფოლკლორულ ანსამბლ „გეორგიკას” კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ქართული ფოლკლორის კონცერტები „შემოდგომის თბილისის” ტრადიციაა. ყოველწლიურად სცენა  სხვადასხვა ანსამბლს ეთმობა, რომლებიც ხალხური სიმღერის თავისებურ მანერას წარმოადგენენ. ამჯერად სცენაზე იქნება ანსამბლი „გეორგიკა”, რომელიც უკვე თავისი არსებობის 26 წელს ითვლის. მისი წევრების უმრავლესობა ბიჭუნათა გუნდ „მართვეში” ეზიარა ქართულ ხალხურ სიმღერას. 1989 წელს ახალგაზრდების ამ ჯგუფმა გადაწყვიტა, დამოუკიდებელი ანსამბლი „გეორგიკა” ჩამოეყალიბებინა. ანსამბლი „გეორგიკა” ერთ-ერთი პირველი იყო ფოლკლორულ ჯგუფებს შორის, რომელიც ქართული ხალხური სიმღერების ავთენტური შესრულების მანერით გამოირჩეოდა.
ფესტივალის მხარდამჭერია  “თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი”
პარტნიორები – სადაზღვევო კომპანია “არდი”, სასტუმრო “თბილისი მარიოტი” და რესტორანი “მუხამბაზი ივენთი”. საინფორმაციო მხარდაჭერა – ტელეკომპანია “GDS”-ი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები