ინდოეთში პოლიციასთან შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ასამის შტატში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს 2 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
საპროტესტო აქციები მოსახლეობამ მოაწყო, რომელსაც ველური ბუნების პარკის გარშემო საცხოვრებლის დატოვება უბრძანეს.
ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ კაზირანგას ეროვნული პარკის გარშემო 300-მდე ოჯახის გადასახლების გადაწყვეტილება მიიღო, რათა მოსახლეობის მხრიდან ბრაკონიერობის ფაქტები აღკვეთოს.
პოლიციის ინფორმაციით, ადგილობრივებმა მათ ქვები დაუშინეს, ხოლო სამართალდამცველებმა ჰაერში დაიწყეს სროლა. თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ცეცხლი მათი მიმართულებით გახსნა. დაშავებულთა შორის როგორც მოსახლეობა, ასევე პოლიციელები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები