სტიქიის შედეგად ოდესის ქუჩები დაიტბორა (ვიდეო)

კოკისპირული წვიმების შედეგად ოდესის ქუჩები დაიტბორა. ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაა პარალიზებული. ქუჩებში უზარმაზარი საცობები შეიქმნა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
წყალდიდობის მიზეზი უხვი ნალექი გახდა. ერთ დღე-ღამეში ორი თვის ნალექი მოვიდა. ბოლოს ასეთი უხვი ნალექი ოდესაში 1887 წელს დაფიქსირდა.
ძლიერმა ქარმა 29 ხე წააქცია. ამჟამად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.
14429659_10206845397645113_1071795220_n 14389781_10206845397685114_1874578650_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები