თავისუფალ უნივერსიტეტში იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართება

23 სექტემბერს, 15 საათზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების ორგანიზებით და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალის ფარგლებში დამსწრეებს საშუალება ექნებათ, იხილონ ტრადიციული იაპონური ნიღბების თეატრის, “ნოს” წარმოდგენა, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის იაპონიიდან მოწვეული მსახიობები წარმოადგენენ. შესაძლებელი იქნება იაპონური კერძების – “ტაიიაკისა” და “ტაკოიაკის” დაგემოვნებაც.
წარმოდგენის ბოლოს დამსწრეებს მიეცემათ საშუალება,  იაპონელ მსახიობებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვებით მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები