სამხრეთ აფრიკაში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანსებურგში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკუსტიკური ხელყუმბარები დაუშინა და 31 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეთა უმეტესობა უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, სტუდენტები უფასო უმაღლეს განათლებას მოითხოვდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ აფრიკის მთავრობამ 2017 წელს უმაღლესი განათლების გადასახადის 8 პროცენტით გაზრდა გადაწყვიტა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს წლიურ ინფლაციას აღემატება, რომელიც 6 პროცენტს შეადგენს.
პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დააკავეს, ვინაიდან ისინი უნივერსიტეტის შესასვლელს კეტავდნენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები