ლიბიაში ორი იტალიელი და ერთი კანადელი გაიტაცეს

ლიბიის უდაბნოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ორი იტალიელი და ერთი კანადელი გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
სამივე გატაცებული აეროპორტის მშენებლობის პროექტზე მუშაობდნენ. გატაცება ალჟირის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. კომპანია Contratti lnternazionali Costruzioni SpA-ში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.
უცნობია ისიც, წამოაყენეს თუ არა გამტაცებლებმა რაიმე მოთხოვნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები