გაერომ სირიაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა შეაჩერა

გაერომ სირიაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქ ალეპოსთან ჰუმანიტარული კონვოი დაიბომბა. გაერო ტვირთის გაგზავნას სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონში ცდილობდა.
სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი რუსულმა და სირიის სამთავრობო ძალების ავიაციამ დაბომბა. ავიადარტყმის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის წითელი ჯვრის წარმომადგენელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები