შერემეტიევოს აეროპორტში iPhone 7 და 7 Plus სმარტფონების კონტრაბანდული პარტია დააკავეს

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში iPhone 7 და 7 Plus სმარტფონების კონტრაბანდული პარტია დააკავეს. ტელეფონები ჰონგ-კონგიდან მოსკოვში ჩასულ რუსეთის მოქალაქეს ჩამოართვეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცს 43 არადეკლარირებული ტელეფონი აღმოაჩნდა. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ სმარტფონები კერძო მოხმარებისთვის გადაჰქონდა.
IPhone 7 კომპანია „ეფლის“ ბოლო მოდელია. მისი პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში 7  სექტემბერს გაიმართა.  რუსეთის ბაზარზე ეს მოდელები 23 სექტემბრიდან გამოჩნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები