თურქეთში პოლიციის შენობაზე ტერორისტების თავდასხმის დროს ორი ბავშვი დაიჭრა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის პროვინციაში, პოლიციის შენობაზე ტერორისტების თავდასხმის დროს ორი ბავშვი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტებმა პოლიციის შენობას ყუმბარმტყორცნებიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. ორი ბავშვი- ერთი ორი, მეორე კი ოთხი წლის – რომლებიც  პოლიციის შენობის მახლობლად მდებარე სახლში იმყოფებოდნენ, მინის ნამსხვრევებით დაიჭრნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები