ფილიპინებზე აეროპორტში ავიალაინერთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფილიპინების დედაქალაქ მანილას აეროპორტში საუდის არაბეთის თვითმფრინავს პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა ალყა შემოარტყეს. ამის მიზეზად ის სახელდება, რომ გავრცელდა ინფორმაცია ტერორისტების მიერ საჰაერო ხომალდის გატაცების შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცრუ განგაშს ჰქონდა ადგილი. თვითმფრინავის ბორტზე 300 ადამიანი იმყოფება. მათი უმეტესობა სახლში მუსლიმანებისთვის წმინდა ქალაქიდან , მექადან შინ ბრუნდებოდა.
ამჟამად ცრუ განგაშთან დაკავშირებული ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები