იტალიის ქალაქ ბარიში ფრანჩესკო ტრეჩის „საქართველოს ისტორიის“ წარდგინება გაიმართება

22 სექტემბერს, 13 საათზე, იტალიის ქალაქ ბარიში ფრანჩესკო ტრეჩის იტალიურად გამოცემული წიგნის, „საქართველოს ისტორიის“ წარდგინება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ბარიში არსებული ასოციაცია „ფესვები“.
სსსსროგორც „კვირას“ასოციაციის კულტურული ღონისძიებების მენეჯერმა, ნინა რურუამ აცნობა, ფლორენციელი ფრანჩესკო ტრეჩი პროფესიით ისტორიკოსია. იგი საქართველოთი 2003 წლიდან დაინტერესდა, როდესაც სადიპლომო თემაზე მუშაობდა. საქართველოსთან აქტიური ურთიერთობა კი 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც ფლორენციაში ქართველი მამაო, ანდრია ლაცაბიძე ჩავიდა. მამა ანდრიას დამსახურებით, ტოსკანას რეგიონში მცხოვრებმა ქართველებმა ჩამოაყალიბეს სამრევლო. აქედან დაიწყო კულტურული ცხოვრება ტოსკანას ქართულ დიასპორაში. ამ დროს დაიცვა ფრანჩესკო ტრეჩიმ მეორე სადიპლომო ნაშრომი, ისევ საქართველოს თემაზე და წიგნის დასაწერადაც ყველაფერი მზად იყო.
ასოციაცია „ფესვები“ ბარიში დაახლოებით რვა წლის წინ ჩამოყალიბდა. გარდა კულტურული საქმიანობისა, ეხმარება ყველა ქართველ ემიგრანტს ინტეგრაციის პროცესში.
„ასოციაციის პრეზიდენტია საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ოსვალდო მაშოპინტო და მისი მეუღლე, ქალბატონი მანანა მემანიშვილი. ასოციაცია იცავს ქართველ ემიგრანტთა უფლებებს.
პირველად, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავატარეთ მანიფესტაცია ქალაქ ბარში, ასევე ასოციაციის ეგიდით გაიმართა ქართველ ემიგრანტ პოეტთა საღამო ბარიში.
ესააამ დღეებში კი ვიწვევთ იტალიელ მწერალს, ფრანჩესკო ტრეჩის, რომელმაც დაწერა წიგნი „საქართველოს ისტორია“. როგორც ფრანჩესკო ტრეჩი ამბობს, სურს თანამემამულეებს გააცნოს ის საქართველო, რომელსაც უნდა იცნობდნენ.
გარდა ამისა, გვაქვს იტალიური ენის კურსი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ეხმარება ენის სწავლების პროცესში, ასევე – ქართული ენის კურსები ქართველი ბავშვებისთვის, რომლებიც აქ იზრდებიან და ქართული კულტურული ცენტრი, სადაც ქართველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეხვედრების მოწყობა“, – აღნიშნა ნინა რურუამ.
ცნობისათვის: 12 ივნისს ფრანჩესკო ტრეჩის იტალიურ ენაზე გამოცემული წიგნის “საქართველოს ისტორია” წარდგინება ნეაპოლის სამრევლოშიც შედგა.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები