ფილიპინებზე ბრიტანელი ბარონის ქალიშვილი მოკლეს

ბრიტანელი ბარონის ქალიშვილი – მარია ავრორა მოინიჰანი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მისი ცხედარი მანილას ქუჩაში ცეცხლნასროლი ჭრილობებით იპოვეს. იქვე იყო წარწერა – „ცნობილი პირებისთვის ნარკოტიკებით მოვაჭრე – შენ შემდეგი ხარ!“
45 წლის ქალი 2013 წელს გირაოთი გაათავისუფლეს. მანამდე ის ანტინარკოტიკული რეიდის დროს დააკავეს. მამამისი, ბარონი ენტონი მოინიჰანი, ასევე ფილიპინელ ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან, თაღლითებთან და სუტენიორებთან კავშირით იყო ცნობილი.
ფილიპინებზე ხელისუფლებაში პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მოსვლის შემდეგ, ნარკოტიკების წინააღმდეგ რეიდების დროს უკვე 3 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები