ჩრდილოეთ კორეამ ახალი რაკეტის ძრავი გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაკეტის უახლესი ძრავი გამოსცადეს. ფხენიანის განცხადებით, ის თანამგზავრების გასაშვებად იქნება გამოყენებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ძრავის გამოცდას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აკვირდებოდა, რომელმაც მოუწოდა მეცნიერებს, მისი მეშვეობით მოკლე დროში კოსმოსში თანამგზავრი გაუშვან.
ჩრდილოეთ კორეა ირწმუნება, რომ ეს ცდები მეცნიერებას ემსახურება, თუმცა სეულსა და ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ საუბარია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის შექმნის მცდელობაზე.
რამდენიმე დღის წინ ფხენიანმა განაცხადა, რომ ატომური ბომბი გამოსცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები