დღეს ლიტერატურის მუზეუმში კარლო ფაჩულიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

დღეს, 20 სექტემბერს, 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ცნობილი მხატვრის – კარლო ფაჩულიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოიფინება 375 გრაფიკული ნამუშევარი.
ეს მხატვრის მე-5 პერსონალური გამოფენაა.
როგორც კარლო ფაჩულიამ „კვირას“ განუცხადა, ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა მისი შემოქმედების ერთგვარი შეჯამება იქნება.
გამოფენა  7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ცნობისათვის, კარლო ფაჩულია დავით კაკაბაძისა და საგურამოს ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატია. ხელოვნებაში გაწეული განსაკუთრებული წევლილისთვის მას მერიის სიგელი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები