ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საშუალო ასაკის მამაკაცი, აშშ-ის მოქალაქე, 28 წლის აჰმად ჰან რაჰამი. მისი დაკავება ცოტა ხნის წინ ნიუ-ჯერსიში მოხდა. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა დაჭრეს.
აფეთქებები ნიუ-ჯერსიში და ნიუ-იორკში 17 სექტემბერს მოხდა. ნიუ-ჯერშისი ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის საათებში ამოქმედდა. ტერაქტის შედეგად არავინ დაშავებულა. ნიუ-იორკის ცენტრში კი ბომბი საღამოს აფეთქდა. ტერაქტი მანჰეტენის რაიონში, ჩელსის ქუჩაზე მოხდა. აქ სულ მცირე 29 ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები