ნიუ-იორკის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა

ნიუ-იორკის პოლიციამ ქალაქის ცენტრში შაბათს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა და მისი ვინაობა დაასახელა. ის აშშ-ის მოქალაქე, 28 წლის აჰმად ჰან რაჰამია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
ტერორისტი ამჟამად მიმალვაში იმყოფება. როგორც ნიუ-იორკის გუბერნატორმა განაცხადა, აღნიშნული პირი საერთაშორისო ტერორიზმთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი შეიარაღებულია და ის ძალიან სახიფათოა.
აფეთქებები ნიუ-ჯერსიში და ნიუ-იორკში 17 სექტემბერს მოხდა. ნიუ-ჯერშისი ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის საათებში ამოქმედდა. ტერაქტის შედეგად არავინ დაშავებულა. ნიუ-იორკის ცენტრში კი ბომბი საღამოს აფეთქდა. ტერაქტი მანჰეტენის რაიონში, ჩელსის ქუჩაზე მოხდა. აქ სულ მცირე 29 ადამიანი დაიჭრა.
მოგვიანებით პოლიციამ ნიუ-ჯერსიში ჩანთა აღმოაჩინა, რომელშიც ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა ინახებოდა. ერთ-ერთის გაუვნებელყოფის დროს ასევე აფეთქება მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. განაღმვითი სამუშაოების დროს პოლიცია დისტანციურად მართვად რობოტებს იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები