ამერიკულმა ავიაციამ შეცდომით ავღანელი პოლიციელები დაბომბა – დაღუპულია რვა ადამიანი

ავღანეთის პოლიციის რვა თანამშრომელი დაიღუპა ამერიკული ავიაციის ორი დარტყმის შედეგად. ინციდენტი ურუზგანის პროვინციაში მოხდა. ამერიკული ჯარის სარდლობამ ავიადარტყმის ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ის იმ პირთა წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებმაც უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.
„აშშ-ს და კოალიციას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში ეს უშუალო საფრთხეზე რეაქცია იყო“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები