ტრამპი – ობამას ადმინისტრაცია „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეს არასათანადოდ აფასებს

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ბარაკ ობამას ადმინისტრაცია „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხის არასათანადო შეფასებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„საფრთხის არასათანადო შეფასება ამ ადამიანებს საკუთარი გეგმების განხორციელების საშუალებას აძლევს – ვს და თითოეულ ჩვენგანს საფრთხის წინაშე აყენებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აუცილებელია ახალი ხელისუფლების მოსვლა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო რადიკალური მოქმედება“ – განაცხადა დონალდ ტრამპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეისონ მილერმა.
ტრამპის საარჩევნო შტაბმა ეს განცხადება ნიუ-იორკის ცენტრში, მანჰეტენში შაბათს მომხდარი აფეთქების კომენტირებისას გააკეთა, აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიჭრა. მოგვიანებით კი ნიუ-ჯერსიში ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო აღმოჩენილი.  სამართალდამცველებმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები