ბერლინის რეგიონულ პარლამენტში წარუმატებლობაზე ანგელა მერკელმა პასუხისმგებლობა აიღო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინის რეგიონული პარლამენტის არჩევნების დროს საკუთარი პარტიის, „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მერკელმა აღიარა, რომ მისი პარტიის დამარცხების მიზეზი მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკა გახდა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, თუ რა ცვლილებები სურს მოსახლეობას მიგრაციის პოლიტიკის მხრივ.
გერმანიაში ცოტა ხნის წინ გამოკითხვა ჩატარდა, რომელში მონაწილეთა 82%-მა მიგრაციულ პოლიტიკაში ცვლილებებს დაუჭირა მხარი. ბერლინის რეგიონულ პარლამენტში ჩატარებულ არჩევნებში ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა ხმების 17,6% დააგროვა. ეს ამ პარტიის ყველაზე სერიოზული წარუმატებლობაა ბოლო 26 წლის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები