ეუთომ რუსეთის დუმის არჩევნების პროცესში მრავალრიცხოვანი დარღვევები დააფიქსირა

Выборы-2016

ეუთოს მისიამ, რომელიც 18 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს აკვირდებოდა, წინა არჩევნებთან შედარებით კენჭისყრის პროცესში უფრო მაღალი გამჭვირვალობა, თუმცა ხმების დათვლის დროს მრავალრიცხოვანი დარღვევები დააფიქსირა. ეუთომ 19 სექტემბერს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. „ადგილობრივი ორგანოები ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებდნენ და კონკურენტებს მიკერძოებულად ექცეოდნენ. არჩევნები მთლიანობაში წესების დაცვით მიმდინარეობდა, მაგრამ ხმების დათვლის დროს მრავალრიცხოვანი დარღვევები დაფიქსირდა“, – აღნიშნულია ეუთოს განცხადებაში. ეუთოს დასკვნაში ასევე წერია, რომ რუსეთის კანონმდებლობა არჩევნების ნორმალური ჩატარების საფუძველს იძლევა, მაგრამ საარჩევნო პროცესის დროს თავისუფლების და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, მედიაზე მკაცრი კონტროლი და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა დაფიქსირდა. ეუთოს განცხადებით, ოთხი პარტია, რომელიც დუმაში მოხვდა, ერთმანეთის ალტერნატივას ფაქტობრივად არ წარმოადგენს, რაც ამომრჩევლების არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები