უკრაინაში, რადას მიერ მიღებული აკრძალვები დღეიდან ამოქმედდა

   უკრაინაში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც უმაღლესმა რადამ მიიღო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კანონი საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს. საპროტესტო აქციებში ნიღბებითა და ჩაფხუტებით მონაწილეობა, ბარიკადების აგება და კარვების გაშლა სპეციალური ნებართვის გარეშე გამოიწვევს ჯარიმებს და ადმინისტრაციულ პატიმრობას. მიღებული კანონის ჯგუფური დარღვევისას გათვალისწინებულია 2-წლამდე პატიმრობა, ხოლო მილიციელის მიმართ მუქარისთვის კი – 7-წლამდე პატიმრობა. გარდა ამისა, იკრძალება ავტოკოლონაში ხუთზე მეტი ავტომობილით გადაადგილებაც. ამასთან, მოსამართლეებსა და მათ ნათესავებზე ინფორმაციის შეგროვებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 8,5 ათასი გრივნა. უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი კანონები 16 იანვარს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები