ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF მიმდინარეობს

ბათუმში Check in Georgia ფარგლებში საერთაშორისო კინოფესტივალის მასშტაბური პროექტი ტარდება.
ფესტივალის პროგრამა შემდეგი სექციებისგან შედგება: საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები; დიდოსტატთა კოლექცია; ქართული პანორამა; შექსპირი კინოში; რეტროსპექტივები; “SHORT MATTERS!”- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; მასტერკლასები.
წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30 ქვეყნიდან და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოწვეულნი არიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტსაბჭოთა სივრციდან და აზიიდან (მთლიანობაში 60-70 სტუმარი).
ბათუმის კინოფესტივალი 21-25 სექტემბერს ტრადიციულად უმასპინძლებს ინდუსტრიულ პლატფორმას „ალტერნატიული ტალღა”, რომლის მხარდამჭერია ეროვნული კინოცენტრი. „ალტერნატიული ტალღის” ძირითადი ფოკუსი წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარება იქნება.
2016 წლის საკონკურსო ფილმებს შეაფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

მხატვრული ფილმების სექციის ჟიური:
დიტო ცინცაძე, საქართველო – ჟიურის თავჯდომარე; მაჰტაბ კერამატი, ირანი; ირინა გორდიჩუკი, უკრაინა; ლიზა ანტონოვა, რუსეთი; გულნარა აბიკიევა, ყაზახეთი.
დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიური: ჟიურის თავჯდომარე – მარინა რაზბეშკინა, რუსეთი; ელჰუმ შეიკრიფარი, დიდი ბრიტანეთი; ნარგიზ ბაგირზადე, აზერბაიჯანი;
ოლეს იანჩუკ, უკრაინა; გივი-ბესიკ ოდიშარია, საქართველო.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიური: ზაზა ხალვაში – ჟიურის თავჯდომარე; იულია სინკევიჩი, უკრაინა; დავით მურადიანი, სომხეთი; დილარა ტასბულატოვა, რუსეთი; ზურაბ სტურუა, საქართველო.
ბათუმის კინოფესტივალის სპეციალური ყოველწლიური პრიზი კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წელს გადაეცემა – თემურ ბაბლუანს (საქართველო) და ვადიმ აბდრაშიტოვს (რუსეთი).
ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი, ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ქალაქ ბათუმის მერიაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები