ქართული ფილმი სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია

სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნინო ბასილიას ფილმმა “ანას ცხოვრება” 2 პრიზი აიღო. საუკეთესო რეჟისურისთვის  ნინო ბასილია დაჯილდოვდა, ფილმში განსახიერებული ქალის საუკეთესო როლისთვის კი – ეკა დემეტრაძე.
„მოკლედ, მოვიდა ამბავი სახალინიდან, საერთაშორისო კინოფესტივალიდან „krai sveta”: ანას ცხოვრებამ აიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის და მეორე პრიზი, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის – ეკა დემეტრაძემ. ეკა დემეტრაძე – გილოცავ.
პრიზები და სიგელები ჩვენთვის ჩამოაქვს მსახიობ ლაშა მურჯიკნელს. მადლობა ლაშას, რომელიც მედგრად იდგა ჩვენი ფილმის სადარაჯოზე სახალინზე, 9 დღის განმავლობაში.
კონკურენცია იყო ძლიერი და საერთაშორისო. გრან-პრი აიღო გერმანულმა ფილმმა. გრან-პრიც გვინდოდა, მაგრამ გეყოფათ ახლაო, – უთქვამს ჟიურის. სხვებსაც დაუტოვეთო.
მოკლედ, გვიხარია და მადლობა მათ, ვისაც ჩვენთან ერთად გაუხარდება“, – წერს ნინო ბასილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები