კიევში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა
უკრაინაში მცხოვრები ქართველი პოეტი და მთარგმნელი რაულ ჩილაჩავა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს. “ყურადღება! 20 წუთის წინ კიევში გრუშევსკის ქუჩაზე ბერკუტმა ისარგებლა მომიტინგეთა სინაკლებით და იერიშზე გადავიდა. მოკლულია ორი მომიტინგე. ხალხი დაიძრა შეტაკების ადგილისკენ. ბერკუტი ისვრის, მომიტინგეები პასუხობენ ქვებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მობილიზებულია 8000 ძალოვანი იერიშის გასაგრძელებლად. ბერკუტი იწყებს ბარიკადების დაშლას. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა!“,- წერს ჩილაჩავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.