ვიშეგრადის ოთხეული ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე ვეტოს დადებით იმუქრება

ვიშეგრადის ოთხეული ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებით იმუქრება.
პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერები ლონდონისგან ბრიტანეთში მომუშავე ცენტრალური ევროპის მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს მოითხოვენ.
სლოვაკეთში გამართული სამიტის დასრულებისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ შეინარჩუნებს ევროპულ ბაზარზე წვდომას, თუ ის ევროკავშირის მოქალაქეების მიგრაციას ხელს შეუშლის.
სამიტზე დამსწრე 27-ვე ქვეყანა შეთანხმდა, რომ გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ლონდონი გასვლის საკითხზე ე.წ. გზამკვლევს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები