გიორგი მარგველაშვილი: მე ჩემს არჩევანს გავაკეთებ გამომდინარე იქიდან, რას მეტყვიან პოლიტიკოსები

”ჩემს არჩევანს გავაკეთებ გამომდინარე იქიდან, თუ რას მეტყვიან პოლიტიკოსები, რანაირად აპირებენ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას და გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ის დააკვირდება პარტიების ეკონომიკურ პროგრამებს, საგარეო პოლიტიკურ პოზიციას.
”მე ჩემს არჩევანს გავაკეთებ გამომდინარე იქიდან, რას მეტყვიან პოლიტიკოსები, რანაირად აპირებენ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას და გაუმჯობესებას, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ეს ნაწილი სერიოზულ რეფორმირებას მოითხოვს. მე მაინტერესებს კონკრეტულად როგორ დამანახებენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები რა ტიპის ეკონომიკურ პროგრამას გაატარებენ და როგორ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკის გაჯანსარებისთვის და იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ეს თავის მხრივ ნიშნავს სპეციფიურად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, დავაკვირდები რა პოლიტიკურ პოზიციას შემოგვთავაზებენ საგარეო პოლიტიკური კუთხით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები