იტალიის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრეზიდენტი კარლო აძელიო ჩამპი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა “La Republica” იუწყება. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ. მან ასევე, მადლობა გადაუხადა პოლიტიკოსს, რომელიც“საკუთარ ქვეყანას პირნათლად ემსახურებოდა“.

ჩამპი იტალიის პრეზიდენტი 1999-2006 წლებში იყო. მანამდე კი 1996-1999 წლებში ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები