ნიგერიის და ჩადის შეიარაღებულმა ძალებმა „ბოკო ჰარამის“ 38 „ბოევიკი“ მოკლეს

ნიგერიელმა და ჩადელმა სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ 38 „ბოევიკი“ მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სპეცოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტერორისტები ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორ საზღვრისპირა ქალაქს თავს დაესხნენ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სროლის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
ნიგერიისა და ჩადის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის დროს დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი ამოიღეს. „ბოკო ჰარამის“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია გრძელდება.
„როიტერის“ ცნობით, „ბოკო ჰარამის“ მოქმედების შედეგად, ბოლო 7 წლის განმავლობაში, ნიგერიაში, კამერუნში, ნიგერსა და ჩადში ათასობით ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონზე მეტმა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები